იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინას სასურსათო ემბარგოს დაუწესებს, კიევი ადეკვატურ ზომებს მიმართავს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, უკრაინა-ევროკავშირის შეთანხმება თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ 1 იანვრიდან აუცილებლად ამოქმედდება. უკრაინიდან სურსათის იმპორტის შეჩერებას რუსეთი ასევე 1 იანვრიდან აპირებს.