საფრანგეთში რეგიონალური არჩევნების შედეგებს ითვლიან. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ბიულეტენების დათვლის პროცესი არ დაუსრულებია, ეგზიტპოლის მონაცემებით კი 13 რეგიონში მემარჯვენე ნაციონალური ფრონტი ლიდერობს. ლე პენის პარტიამ შესაძლოა ამომრჩეველთა ხმების მესამედი მოიპოვოს. არჩევნებამდე ერთი დღით ადრე პრემიერმა ვალსმა მხარი სოციალისტებს დაუჭირა და ელექტორატს პატრიოტული არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდა, თუმცა, როგორც ჩანს, ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვებას მემარჯვენეები მოიპოვებენ.