თეთრი სახლის ლიდერი პირობას იძლევა, რომ ტერორიზმი დამარცხდება. მორიგ ტელემიმართვაში ობამამ განაცხადა, რომ კოალიციას სწორი სტრატეგია აქვს არჩეული და სირიაში სახმელეთო ჯარების შეყვანის აუცილებლობა არ დგას. მისივე თქმით, შეერთებული შტატები არა ისლამს, არამედ ტერორიზმს ებრძვის, რადგანაც ტერორისტებს რელიგიასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ობამამ კომენტარი სან-ბერნარდინოს თავდასხმაზეც გააკეთა და მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა.