ანკარა პირობას იძლევა, რომ ერაყში სამხედრო კონტინგენტს აღარ შეიყვანს. საგანგებო განცხადება თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ახმეტ დავუთოღლუმ გააკეთა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მოსულში 150 თურქი სამხედრო მოსამსახურის შეყვანა ოფიციალურმა ბარდადმა გააპროტესტა და ანკარას ერაყის სუვერენიტეტის პატივისცემისკენ მოუწოდა. ერაყის ხელისუფლება თურქეთს მოსულიდან სამხედრო ნაწილის გაყვანას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გაეროს მიმართავს.