ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულეს განცხადებით, ის ულტრალიბერალური იდეები, რომელსაც საქართველოს მთავრობა მისდევს, ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობას სრულად არ მიესადაგება. ამის შესახებ ფულემ დღეს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, მან იმედი გამოთქვა, რომ "თბილისი ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების კურსზე დარჩება".
აღსანიშნავია, რომ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ევროკომისარმა "ევროპის სამეზობლო პოლიტიკის" ფარგლებში გაწეული მუშაობის შედეგებზეც ისაუბრა და ის დადებითად შეაფასა.