საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ვაშინგტონიდან დაბრუნების შემდეგ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს კირ სტარმერს და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა.
ამის შესახებ მაკრონი X-ზე წერს.
მაკრონის თქმით, აშშ-დან დაბრუნების შემდეგ, სადაც მოლაპარაკებები ჰქონდა დონალდ ტრამპთან, ესაუბრა კირ სტარმერს, შემდეგ კი ზელენსკის.
„ჩვენ მოწოდებული ვართ ვიმუშაოთ უკრაინაში მდგრადი და გრძელვადიანი მშვიდობისთვის“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
სტარმერს და ზელენსკის ჯერ არ გაუვრცელებიათ ინფორმაცია საუბრის ან მისი დეტალების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინაში მოკავშირეთა სამხედრო კონტიგენტის შესაძლო განლაგების საკითხი წამოჭრა.