აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის ფრანგ კოლეგას ემანუელ მაკრონს არ მისცა კონკრეტული ვალდებულებები, მხარი დაუჭიროს ევროპულ კონტიგენტს, რომელიც შეიძლება განთავსდეს უკრაინაში „ცეცხლის შეწყვეტის“ მონიტორინგისთვის. იუწყება Financial Times
საფრანგეთმა, ბრიტანეთთან ერთად, საჯაროდ განაცხადეს, რომ მზად არიან აიღონ უკრაინის ომის შემდგომი უსაფრთხოების ძირითადი ტვირთი, მაგრამ სჭირდებათ შეერთებული შტატების ლოჯისტიკური და სადაზვერვო მხარდაჭერა.
ფრანგმა ოფიციალურმა პირმა, გამოცემას განუცხადა რომ არ არსებობს „საბოლოო შეთანხმება“ უკრაინაში დასავლეთის კონტიგენტის აშშ-ს მხარდაჭერის შინაარსზე.
ამავე დროს, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრამპი "წინააღმდეგი არ არის ამერიკელებს უსაფრთხოების გარანტიები მისცეს".
ოფიციალურმა პირმა ასევე თქვა, რომ ტრამპსა და მაკრონს შორის დისკუსიის დიდი ნაწილი ეხებოდა იმას, თუ როგორ უნდა უზრუნველყოს, რომ რუსეთმა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტა და თავიდან აიცილოს 2015-2016 წლების მინსკის შეთანხმებების განმეორება.