სომხეთში მორიგი საპროტესტო აქცია დაიწყო. ოპოზიცია 6 დეკემბრის რეფერენდუმის შედეგებს აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც ელექტორატის 63-მა პროცენტმა მხარი საპრეზიდენტოდან საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლას დაუჭირა. რეფერენდუმზე ელექტორადის 50-პროცენტიანი აქტივობა დაფიქსირდა, რაც ადგილობრივი კანონმდებლობით, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საკმარისია. ოპოზიცია ხელისუფლებას რეფერენდუმის შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებს.