სომხეთში კონსტუტიციაში ცვლილებების შესატანად რეფერენდუმი მიმდინარეობს. ცვლილებები ითვალისწინებს ქვეყნის საპარლამენტო რესპუბლიკად ჩამოყალიბებას და მაჟორიტარული არჩევნების პროპორციული სისტემით შეცვლას.
რეფერენდუმის დადებითი შედეგის შემთხვევაში, ქვეყნის ფაქტობრივი მეთაური პრემიერ-მინისტრი გახდება, პრეზიდენტს კი დეპუტატები აირჩევენ და ის სიმბოლური ფიგურა გახდება.
რეფერენდუმი სახელისუფლებო, რესპუბლიკური პარტიის მიერ არის ინიცირებული. ოპოზიცია ცვლილებების წინააღმდეგ გამოდის. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ რეფერენდუმის მთავარი მიზანია 2018 წლის შემდეგ, როდესაც პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს მეორე საპრეზიდენტო ვადა ამოეწურება, ხელისუფლებაში პრემიერის რანგში დარჩეს