ისლამური სახელმწიფოს 1600-მდე მებრძოლი ავღანეთის ტერიტორიაზე შეიჭრა. ამის შესახებ გამოცემა The Times იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ისლამისტთა მიზანს პაკისტანის საზღვარზე ე.წ. „ხალიფატის“ ახალი პროვინციის შექმნა წარმოადგენს. ამ დროისათვის ისინი ჯალალაბადისკენ მიიწევენ. ადგილობრივ დასახლებებშიო მათ ათობით უდანაშაულო ადამიანი აწამეს და მოკლეს.