ერთი ადამიანი დაიღუპა და 30 დაკარგულად ითვლება აზერბაიჯანში სანავთობო პლატფორმაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად. ამის შესახებ პრეზიდენტი ალიევი ოფიციალურ ვებ-გვერდზე წერს. გიუნეშლის ღრმა ბურღვის პლატფორმას ცეცხლის 2 დღის წინ, 17.40-ზე გაუჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ გაზის გაჟონვა გახდა.