სანკტ პეტერბურგში თავს პოლიციის მანქანას დაესხნენ. შეიარაღებულმა პირებმა უაზის მარკის ავტომანქანას ცეცხლი ავტომატური იარაღიდან გაუხსნეს. შედეგად მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ერთ-ერთი პოლიციელი მანქანაში დაიწვა, მეორე კი მძიმე დაზიანებებით ახლომდებარე კლინიკაში გადაიყვანეს. წინასწარი გამოძიებით, თავდამსხმელებმა დიდი რაოდენობით თანხა გაიტაცეს, რომელიც ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიისთვის ხელფასების დასარიგებლად იყო განკუთვნილი.