ჩინეთი აფრიკის ქვეყნებს ფინანსურ დახმარებას გაუწევს. ამისთვის პეკინი 60 მილიარდ დოლარს გამოყოფს. საუბარია უპროცენტო კრედიტებსა და რამდენიმე ათასი სტუდენტისთვის სტიპენდიების გადახდაზე. ამასთან, ჩინეთი აფრიკის ქვეყნებისთვის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება.