ისლამური სახელმწიფოს მებრძოლი, რომელმაც ჯაშუშობაში ბრალდებულ რუსეთის მოქალაქეს, მაგომედ ხასიევს თავი მოჰკვეთა, ამოცნობილია. ამის შესახებ ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი იტყობინება. მისი თქმით, მკვლელი ნოიაბრსკის რაიონის მცხოვრები, 28 წლის ანატოლი ზემლიანკაა, რომელიც ეროვნებით რუსია. სიკვდილით დასჯის შემზარავი კადრები ისლამისტებმა 2 დღის წინ გაავრცელეს.