რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიტანეთს მოუწოდებს, სირიაში ისლამისტთა პოზიციებზე იერიშები ბასარ ასადის თანხმობით განახორციელოს. სერგეი ლავროვის თქმით, ამას გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაც ითვალისწინებს, რაც არამხოლოდ ბრიტანეთმა, არამედ ისლამურ სახელმწიფოსთან მებრძოლმა ყველა ქვეყანამ უნდა გაითვალისწინოს. ბრიტანეთის პარლამენტმა სირიის საჰაერო ოპერაციებში ჩართვის გადაწყვეტილება 2 დეკემბერს მიიღო.