ბრიტანელ პარლამენტარებს ემუქრებიან. მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ორგანომ სირიის საჰაერო ოპერაციებში ჩართვას მხარი დაუჭირა, მუქარის შემცველი შეტყობინებები სოციალურ ქსელებში რამდენიმე პარლამენტარმა მიიღო. მათ შორის ლეიბორისტთა ერთ-ერთი ლიდერი ნილ კოილიცაა. პარლამენტის გადაწყვეტილებამ ლონდონს სირიაში ისლამისტთა პოზიციების დაბომბვის უფლება მისცა. კენჭისყრიდან რამდენიმე საათსი ბრიტანულმა ტორნადოებმა საჰაერო იერიშები ჩრდილოეთ სირიაზე მიიტანეს.