რუსეთთან ურთიერთობის გამწვავების ფონზე თურქეთი აზერბაიჯანთან თანამშრომლობას ააქტიურებს. ანკარა და ბაქო ტრანსანატოლიის გაზსადენის მშენებლობის დაჩქარებაზე შეთანხმდნენ. მოლაპარაკება აზერბაიჯანის ლიდერ ილჰამ ალიევსა და თურქეთის პრემიერ ახმეტ დავუდოღლუს შორის ბაქოში გაიმართა. შეხვედრაზე აზერბაიჯანის ლიდერმა ანკარას პოლიტიკური მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.