თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე ახალი არაფერი თქმულა. ამის შესახებ რუსეთის პირველმა დიპლომატმა სერგეი ლავროვმა თურქ კოლეგა მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვერის შემდეგ განაცხადა. შეხვედრა ბელგრადში 40 წუთს გაგრძელდა. თურქმა დიპლომატმა რუს კოლეგას სუ 24-ის ჩამოგდების გამო თანაგრძნობა კიდევ ერთხელ გამოუცხადა. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც თურქებმა საჰაერო სივრცის დარღვევის გამო რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს.