უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთთან სავიზო რეჟიმი მომავალი წლის დასაწყისში ამოქმედდება. „დარწმუნებული ვარ, ახალი წლიდან მკაცრი სავიზო კონტროლი ამოქმედდება. საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესების პროცედურაზე მუშაობა ჯერ კიდევ გასულ წელს დაევალა. პირველი ეტაპი უკვე რეალიზებულია. რუსეთის მოქალაქეებს უკრაინის ტერიტორიაზე შემოსვლა მხოლოდ საზღვარგარეთის პასპორტებით შეუძლიათ. იმასაც კარგად ვაცნობიერებთ, რომ მოსკოვი საპასუხო ქმედებებს სინქრონულად მიმართავს. რუსეთში ბევრი უკრაინელი იმყოფება და ამ ფაქტორის გათვალისწინებით, სავიზო რეჟიმი ამ დრომდე არ აგვიმოქმედებია,“-აღნიშნა ალექსანდრ ტურჩინოვმა.