თურქეთი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს და ყირიმს უკრაინის განუყოფელ ნაწილად განიხილავს. ამის შესახებ ბელგრადში ვიზიტისას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. მანამდე მევლუთ ჩავუშოღლუ ბელგრადში რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს შეხვდა. შეხვედრა 40 წუთს გაგრძელდა. საუბრის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.