ბრიტანული ავიაგამანადგურებლები სირიაში მიმდინარე საჰაერო ოპერაციებში უკვე ჩაერთვნენ. ამის შესახებ ბი-ბი-სი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტში კენჭისყრის დასრულებიდან რამდენიმე საათში კვიპროსის აკროტირის ავიაბაზიდან ტორნადოს ტიპის 4 ბრიტანული თვითმფრინავი აფრინდა და ისლამისტების პოზიციაზე იერიში მიიტანა. ოპერაციაში ჩართვის ფაქტი ბრიტანეთის თავდაცვის უწყებამ უკვე დაადასტურა, უახლოეს რამდენიმე საათში კი სავარაუდოდ ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს.