თოვლისა და ლიპყინულის გამო მლეთა-დარიალის მონაკვეთზე ტრაილერების მოძრაობა შეიზღუდა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრომციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გუდაური-კობის მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მოძრაობა თავისუფალია კობი-ლარსის მონაკვეთზე. გუდაური-ლარსის მონაკვეთზე ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით.