ტელეკომპანია NBC ერთ-ერთი კალიფორნიელი თავდამსხმელის ვინაობას ასახელებს. ის შესაძლოა ვინმე საედ ფარუკი იყოს, მეორე თავდამსხმელი კი სავარაუდოდ მისი ძმაა. თავდასხმა ქალაქ სან ბერნარდინოს უნარშეზღუდულთა დაწესებულებაზე განხორციელდა, რასაც 14 ადამიანი ემსხვერპლა, 17 კი დაშავდა. თავდამსხმელებმა გაქცევა მანქანით სცადეს, თუმცა სამართალდამცავებმა მათ გზა გადაუღობეს და ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად ერთი მამაკაცი და ერთი ქალი დაიღუპა, მესამე თავდამსხმელმა კი სავარაუდოდ გაქცევა შეძლო. დაჭრილია ერთი პოლიციელი. თავდასხმის მოტივი ამ დრომდე უცნობია.