მოსკოვმა თურქეთი ტერორისტებთან ნავთობით ვაჭრობაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. ამჯერად ანკარას ბრალდება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ და გენერალურმა შტაბმა წაუყენა. უწყების მაღალჩინოსნებმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე ფოტომასალაც წარმოადგინეს, რომელზეც მათი თქმით, ნავთობიოს კონტრაბანდის ფაქტია ასახული. რუსული მხარის მტკიცებით, ისლამური სახელმწიფოს მფლობელობაში 8500-მდე სატვირთო მანქანაა, რომლითაც ნავთობი თურქეთის ტერიტორიაზე გადააქვთ, კონტრაბანდაში კი პირადად ერდოგანი და მისი ოჯახის წევრები არიან ჩართულნი.