ბრიტანელები პარლამენტის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში ჩართვის წინააღმდეგ აქცია ლონდონში გაიმართა. მანამდე გაერთიანებული სამეფოს პარლამენტმა სირიის საჰაერო ოპერაციებში ჩართვას მხარი დაუჭირა. ქემერონის ინიციატივას ხმა 397-მა პარლამენტარმა მისცა, წინააღმდეგ კი 223 გამოვიდა. კენჭისყრამდე საკანონმდებლო ორგანოში დებატები გაიმართა, რომელიც თითქმის 10 საათს გაგრძელდა.