კალიფორნიის პოლიციამ თავდასხმაში ეჭვმიტანილი მეორე პირის დაღუპვის ფაქტი დაადასტურა. პოლიციის უფროსის, ჯეროდ ბურგუანის განცხადებით, მეორე ეჭვმიტანილი ქალი იყო, რომელიც სამართალდამცავებთან შეტაკებისას სასიკვდილოდ დაიჭრა. მანამდე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისას კიდევ ერთი ეჭვმიტანილი მამაკაცი დაიღუპა. თავდასხმა ქალაქ სან ბერნარდინოს უნარშეზღუდულთა დაწესებულებაზე განხორციელდა, რასაც 14 ადამიანი ემსხვერპლა, 17 კი დაშავდა. თავდამსხმელებმა გაქცევა მანქანით სცადეს, თუმცა სამართალდამცავებმა მათ გზა გადაუღობეს და ცეცხლი გაუხსნეს. პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი 3 იყო. არ არის გამორიცხული, ერთ-ერთი მათგანი გაქცეულიყო. თავდასხმის მოტივი ამ დრომდე უცნობია.