თურქეთი მზად არის სირიის საზღვარი ჩაკეტოს. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა. ჯონ ქერის თქმით, ანკარა ნავთობის არალეგალური ტრანსპორტირებისა და ისლამისტ მებრძოლთა გადაადგილების აღკვეთის მიზნით საზღვრის ჩაკეტვას უკვე დათანხმდა. თურქეთ-სირიის საზღვარი 98 კილომეტრიან მონაკვეთს მოიცავს.