მოსკოვი უპასუხოდ არ დატოვებს NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოებას, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ნატოს მიერ მონტენეგროსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების კომენტრებისას განაცხადა.
"შეუძლებელია ალიანსის და მისი სამხედრო ინფრასტრუქტურის ექსპანსიას აღმოსავლეთით არ მოჰყვეს საპასუხო ქმედებები რუსეთის მხრიდან, ინტერესთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ინტერესთა პარიტეტის დაცვის მიზნით," - განაცხადა პესკოვმა.
პესკოვს არ დაუკონკრეტებია რა ნაბიჯებს გადადგამს მოსკოვი, რადგან მონტენეგროს ნატოში გაწევრიანებაზე საკუთარი პოზიცია ჯერ არც ვლადიმერ პუტინს გამოუხატავს და არც ექსპერტებს შეუფასებიათ.
რუსეთის სათათბიროში კი აღნიშნავენ, რომ კოლექტიური უსაფრთხოების თვალსაზრისით და ახალი გამოწვევების პირობებში, ნატოს გაფართოება უკან გადადგმული ნაბიჯია.