საბერძნეთში ჟურნალისტთა მასობრივი გაფიცვა დაიწყო. 24 საათიან აქციას ორგანიზებას საბერძნეთის ჟურნალისტთა ფედერაცია უწევს. გაფიცვის მონაწილეები საპენსიო სისტემის რეფორმას აპროტესტებენ, რაც მათი თქმით, პენსიონერთა ინტერესებს აზარალებს. საპენსიო რეფორმას ათენი საერთაშორისო კრედიტორთა მოთხოვნით ატარებს.