ამერიკული ტელეარხი Fox ახალ სერიალს იღებს, რომელიც 80-იანი წლების კინოგმირის, „რემბოს“ ვაჟის საგმირო საქმეებს მოგვითხრობს. სცენარზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ფილმს პროდიუსერობას „რემბოს“ როლის შემსრულებელი სილვესტერ სტალონე გაუწევს. 69 წლის მსახიობი სავარაუდოდ ფილმშიც ითამაშებს. სცენარს სერიალისთვის ჯებ სტიუარტი წერს.