,სააკაშვილი ხელს იღებს ოკუპირებული ტერიტორიების დაფინანსებაზე" _ აცხადებს ლეიბორისტული პარტიის გენერალური მდივანი, სოსო შატბერაშვილი.
მისი თქმით, 2010 წლის ბიუჯეტიდან გამქრალია მუხლი, რომელიც დევნილთა დახმარების ფონდის დაფინანსებას ითვალისწინებდა.
,,2008 წელს ამ ფონდის ანგარიშზე 498 000 ლარი ირიცხებოდა, 2009 წელს 800 000 ლარი, 2010 წელს კი ბიუჯეტში გათვალისწინებული არაფერია", _ განაცხადა სოსო შატბერაშვილმა.
მისივე განცხადებით, 2010 წლის ბიუჯეტში ასევე არაფერია ნათქვამი არაქართულენოვანი სკოლების დაფინანსებაზე, რომელიც წინა წლებში აქტიურად მიმდინარეობდა.
ლეიბორისტული პარტია, გეგმავს საკანონმდებლო ორგანოს დევნილთა ფონდის აღდგენისა და დაფინანსების მოთხოვნით წერილობით მიმართოს.