ვარშავის სამიტამდე 6 თვით ადრე ბრიუსელში ვარშავის სამიტის ლოგოს პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში შედგა. ვარშავის სამიტამდე კი დღეს ბრიუსელში გადაწყდება, გაფართოვდება თუ არა ალიანსი და იქნება თუ არა მისი 29-ე წევრი მონტენეგრო. ამ გადაწყვეტილების პარალელურად მნიშნელოვან სიგნალს ელოდება საქართველოც. დღეს კომუნიკეს გამოაქვეყნებენ, რომელშიც საუბარი ასპირანტი ქვეყნების პერსპექტივებზე იქნება.