შეერთებული შტატები ერაყში სპეცრაზმს გაგზავნის. ამის შესახებ თავდაცვის მდივანმა ეშტონ კარტერმა განაცხადა. მისივე თქმით, სპეცრაზმი ერაყში განსაკუთრებული მისიის ოპერაციებს შეასრულებს, რაც მძევლების გათავისუფლებასა და ისლამური სახელმწიფოს ლიდერთა დატყვევებასთან იქნება დაკავშირებული. 50-კაციანი ქვედანაყოფი პენტაგონმა გასულ თვეს ჩრდილოეთ სირიაშიც გაგზავნა.