თურქეთის პოლიცია სტამბოლში მომხდარ აფეთქებას იძიებს. თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა გვიან საღამოს ბაირამფაშას რაიონში, მეტროს გადასასვლელში აფეთქდა. რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ატილა აიდინერის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ დასტურდება. პოლიციას მომხდარისთვის ტერაქტის კვალიფიკაცია ჯერ არ მიუცია. ინციდენტის გამო სტამბოლის მეტროს მუშაობა რამდენიმე საათით შეფერხდა.