გერმანიის მთავრობამ ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართვას მხარი დაუჭირა. ,,ბიბისის“ ინფორმაციით, გერმანიის მინისტრთა კაბინეტმა სირიაში დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ საწინააღმდეგო ანტიტერორისტულ მისიაში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო ძალების ჩართვას მხარი დაუჭირა.
გერმანია გეგმავს, მისიაში 1,2 ათასი სამხედრო მოსამსახურე ჩართოს.პარლამენტის ქვედა პალატა აღნიშნულთან დაკავშირებით კენჭისყრას ხვალ გამართავს.
ცნობილია ასევე, რომ გერმანია საფრანგეთს მზვერავი თვითმფრინავებით დაეხმარება.