ებრაელმა პოლიციელებმა იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ახალგაზრდა პალესტინელი მოკლეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დანით შეიარაღებული პალესტინელი ებრაულ დასახლებაში თავს ისრაელის მოქალაქეებს დაესხა. ერთ-ერთმა მათგანმა სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო. ბოლო 2 თვის განმავლობაში პალესტინელთა თავდასხმებს ისრაელში 19 ადამიანი ემსხვერპლა. თავდამსხმელთა უმრავლესობა პოლიციელთა მიერ იქნა ლიკვიდირებული.