ვაშინგტონი საემიგრაციო რეგულაციებს ამკავრებს. ამის შესახებ თეთრი სახლი იტყობინება. ობამას ადმინისტრაციის განცხადებით, პარიზის ტერაქტების შემდეგ ტერორისტული საფრთხე მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის გამოც შეერთებული შტატები იძულებული ხდება უვიზო პროგრამა გაამკაცროს. მომდევნო 2 თვის განმავლობაში უშიშროების სამინისტრო და სახელმწიფო დეპარტამენტი ახალ რეგულაციებს შეიმუშავებენ, რომელიც დასამტკიცებლად პრეზიდენტ ობამას გადაეგზავნება.