სირიაში მიმდინარე საჰაერო ოპერაციებში რუსული სუ-34-ები ჩაერთვნენ. “ჰაერი-ჰაერის” ტიპის რაკეტებით საბრძოლო დავალება ავიაგამანადგურებლებმა პირველად შეასრულეს. სამიზნის განადგურება სუ-34-ებს 60 კილომეტრის რადიუსში შეუძლიათ. ავიადარტყმებს რუსეთი სირიაში 30 სექტემბრიდან ახორციელებს.