თურქული მხარის გადაწყვეტილება, რუსული სუ 24 ჩამოეგდოთ მიზნად ნავთობის უსაფრთხო კონტრაბანდის უზრუნველყოფას ისახავდა. ამის შესახებ პარიზში კლიმატურ ფორუმზე მყოფმა რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა. ვლადიმერ პუტინის მტკიცებით, თურქეთი ნავთობის კონტრაბანდას “ისლამური სახელმწიფოს” მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ახორციელებს. მისივე თქმით, არანაირი აუცილებლობა რუსული ავიაგამანადგურებლის ჩამოგდების არ არსებობდა, რადგანაც ის თურქეთს საფრთხეს არ უქმნიდა.