საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი და მისი თურქი კოლეგა ახმეტ დავიდოღლუ ერთმანეთს სოციალურ ქსელ ტვიტერში დაუპირისპირდნენ. ამის მიზეზი ციპრასის მიერ გამოქვეყნებული რამდენიმე პოსტი გახდა, რომელიც რუსული სუ-24-ის ჩამოგდების თემას ეხებოდა. „საბედნიეროდ, ჩვენი პილოტები ემოციურად უფრო მდგრადები არიან, ვიდრე თურქები,“ „თურქეთის პრემიერს მოვუწოდებ, უფრო მეტად ლტოლვილთა საკითხზე იყოს კონცენტრირებული და არა შეიარაღების მოდერნიზაციაზე,“ -ამ შინაარსის პოსტებს პასუხი დავიდოღლუმ მალევე გასცა. „კომენტარები პილოტების თემაზე დღევანდელ დღის წესრიგში არ დგას. ამიტომ, მოდით, ალექსის, პოზიტიურ საკითხებს მივხედოთ,“-წერს თურქეთის პრემიერი ტვიტერში.