თურქეთის უფლებას, საკუთარი საჰაერო სივრცე დაიცვას, ნატოს წევრი ყველა ქვეყანა უჭერს მხარს. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისივე თქმით, ნატო რეგიონში რუსული სამხედრო ძალის გაძლიერებით შეშფოთებულია, თუმცა ვითარების დარეგულირებით არის დაინტერესებული. სტოლტენბერგი ასევე მიესალმება ანკარას მცდელობას, მოსკოვთან დაძაბული ურთიერთობა განმუხტოს.