სირიის სახელიწუფლო ძალები ისლამისტებს ავიწროვებენ. ასადის არმიამ კიდევ ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის სიმაღლე აიღო, რითაც ქალაქი სალმა ალყაში მოიქცია. ოფიციალური დამასკოს ინფორმაციით, ისლამისტთა რაოდენობა ქალაქში 10-დან 2 ათასამდე შემცირდა. ისლამისტთა რიგებში დსთ-სა და კავკასიის რეგიონიდან რამდენიმე ასეული მებრძოლი ირიცხებოდა.