სოროსის ფონდი რუსეთში არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადეს. შესაბამისი განცხადება რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ გააკეთა. უწყების განმარტებაში ნათქვამია, რომ ფონდი „ღია საზოგადოება“ ქვეყნის კონსტიტუციურ წყობას საფრთხეს უქმნის. ფონდს რუსეთის ტერიტორიაზე საქმიანობას სავარაუდოდ უახლოეს ხანებში აუკრძალავენ.