ბელგიის დედაქალაქში კონტრტერორისტული ოპერაცია გრძელდება. პოლიციამ რეიდები მოლენბეკის რაიონში მოაწყო, რომელიც ძირითადად მუსლიმებით არის დასახლებული. სპეცოპერაციის დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება. უსაფრთხოების ზომები ბრიუსელში პარიზის ტერაქტების შემდეგ გამკაცრდა. პოლიციამ 13 ნოემბრის შემდეგ ბელგიის დედაქალაქში რამდენიმე ეჭვმიტანილი დააკავა.