ევროკავშირმა ანკარასთან მიგრანტთა კრიზისის დაძლევის გეგმა შეიმუშავა. ბრიუსელის სამიტის შედეგებით, თურქეთი ახლო აღმოსავლეთიდან დევნილთა ნაკადის შესაჩერებლად საჭირო ზომებს მიიღებს, ევროკავშირი კი ანკარას ფინანსურ დახმარებას გაუწევს. ბრიუსელი ასევე პირობას იძლევა, რომ თურქეთისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების პროცედურას დააჩქარებს. არ არის გამორიცხული, თურქეთის მოქალაქეებმა ევროკავშირში უვიზოდ მგზავრობა მომავალი წლის შემოდგომიდან შეძლონ.