პარიზში იმყოფება შეერთებული შტატების პრეზიდენტიც. ბარაქ ობამა მონაწილეობას კლიმატურ სამიტში მიიღებს. საფრანგეთის დედაქლაქში ჩასულმა თეთრი სახლის ლიდერმა ბატაკლანის საკონცერტო დარბაზი მოინახულა, სადაც 13 ნოემბერს ტრაგიკული მოვლენები განვითარდა. მეგზურობას ობამას საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და პარიზის მერი ან იდალგო უწევდნენ. მათ ტრაგედიის ადგილი ყვავილებით შეამკეს.