პარიზის პოლიციამ მასობრივი არეულობების მონაწილე 200-მდე აქტივისტი დააკავა. კლიმატური სამიტის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქცია საფრანგეთის დედაქალაქში გუშინ მოეწყო. მანიფესტაცია სამართალდამცავებთან შეტაკებით დასრულდა. პოლიციამ დემონსტრანტთა დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ხელკეტები გამოიყენა. 13 ნოემბრის ტერაქტების შემდეგ პარიზში უსაფრთხოების გამკაცრებული რეჟიმი მოქმედებს, რის გამოც მიტინგებისა და საპროტესტო აქციების ჩატარება იკრძალება.