მოსკოვი ანკარას ეკონომიკურ სანქციებს უწესებს. პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით რუსულ ბაზარზე ზოგიერთი სახის თურქული პროდუქტის შეტანა აიკრძალა. გარდა ამისა, თურქული კომპანიები და ორგანიზაციები რუსეთის ტერიტორიაზე ზოგიერთი სახის სამუშაოების შესრულებას ვეღარ შეძლებენ. რუსულ კომპანიებს კი სამუშაოზე თურქი სპეციალისტების აყვანის უფლება აღარ ექნებათ. ცალმხრივად გაუქმდება უვიზო მიმოსვლაც, რუსულ ტუროპერატორებს კი თურქეთის საგზურების გაცემა აეკრძალებათ. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც თურქეთმა საჰაერო სივრციოს დარღვევის გამო რუსული სუ-24 ჩამოაგდო.