ერაყის ჩრდილოეთში ახალი სამარხი აღმოაჩინეს. ქალაქ სინჯარის გარეუბანში ნაპონვია 110 ეზიდის ცხედარი. ისინი სავარაუდოდ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა დახოცეს. სიკვდილით დასჯილთა შორის ხანდაზმული ქალებიც არიან. სამარხი დანაღმული იყო, რის გამოც გამნაღმველთა ჯგუფის გამოძახება გახდა საჭირო.