რუსეთი თურქეთის ქმედებებზე სამხედრო პასუხის გაცემის უფლებას იტოვებს. ამის შესახებ რუსეთიუს დუმის სპიკერმა სერგეი ნარიშკინმა განაცხადა.
მან რუსეთის სამხედრო თვითმფინავის ჩამოგდებას წინსწარგანზრახული მკლელობა უწოდა და განაცხადა, რომ ასეთი ქმედებები სამხედრო დანაშაულს განეკუთვნება, რომლის გამოს „სჯიან“.
„ჩვენ ვიცით ეს ვინც ჩაიდინა და ისინი სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგნენ. თავის მხრივ რუსეთი გაატარებს საპასუხო ღონისძიებებს საერთაშორისო კანონმდებლობის გათვალისწინებით. ამის გარდა, რუსეთს აქვს სამხედრო პასუხის უფლებაც“, - განაცხადა ნარიშკინმა.
მან აღნიშნა, რომ სირიაში უკვე გადასროლილია ჰაერსაწინააღმდეგო ტავდაცვის კომპლექსი С-400.
თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობის დაძაბვა სამშაბათს თურქეთის მიერ რუსული სამხედრო თვითმფრინავის SU24-ის ჩამოგდებას უკავშირდება. ოფიციალური ანკარის განცხადებით, თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. მოსკოვი კი, საზღვრის დარღვევას უარყოფს და ამბობს, რომ თვითმფრინავი ჩრდილოეთ სირიაში დაფრინავდა. პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, მათ არ იცოდნენ, რომელი ქვეყნის თვითმფრინავი იყო და მისი პილოტები რამდენჯერმე გააფრთხილეს, თუმცა, მათგან რეაგირება არ ყოფილა.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თქმით, ეს შემთხვევა იყო "ტერორისტების თანამზრახველების მიერ განხორციელებული დარტყმა". მისივე განცხადებით, აღნიშნული ქმედება რუსეთ-თურქეთის ურთიერთობაზე გავლენას იქონიებს. რუსეთმა თურქეთთან სამხედრო კონტაქტები უკვე გაწყვიტა. საუბარია თურქეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაკისრებაზეც.